წვდომა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ღირებულ პროექტებსა და შესაძლებლობებთან მანამ, სანამ ისინი საჯაროდ გახდება ხილვადი.
მაღალი კაპიტალის მქონე კერძო ინვესტორები, დამფუძნებლები, სტრატეგიული მყიდველები, საერთაშორისო კონტრაგენტები თუ პრინციპალები, რომლებიც ეძებენ შესაბამის შესაძლებლობებს, სანდო მხარეებს და პირდაპირ წვდომას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ვიწრო, კერძო ქსელების მეშვეობით.
ბაზარზე იშვიათად არის ხელმისაწვდომი ღირებული შესაძლებლობები, თუმცა მთავარი გამოწვევა არათუ მათი ნაკლებობა, არამედ სანდო წვდომის, ინფორმირებული გარიგებებისა და კაპიტალის შესაბამის დროს თანხვედრაა.
ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ, ვაფასებთ და ვხსნით წვდომას გაანალიზებულ შესაძლებლობებზე, მათ შორის კომპანიის შეძენაზე, მინორიტარულ ინვესტიციებსა თუ არასაჯარო ტრანზაქციებზე. ჩვენი როლი მოიცავს მიზნობრივ დაკავშირებებს, პროექტებისა და კომპანიების კომერციულ პოზიციონირებას, მოლაპარაკების მხარდაჭერას და პროცესის კოორდინაციას შესრულებამდე.
კომპანიების მომზადება გაფართოებისთვის, კაპიტალის მოზიდვასა თუ გაყიდვისთვის. სრული პოზიციონირება.
მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, კორპორაციებისთვის, ლოკალური თუ საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მკაფიო სტრატეგიული პოზიციონირება კაპიტალის მოსაზიდად, თუ ტრანზაქციული პროცესებისთვის.
ხშირად კომპანიებს აქვთ ძლიერი კომერციული პოტენციალი, თუმცა არ აქვთ კომერციულად მომხიბვლელი ფინანსური თუ კონკურენტუნარიანი პოზიციონირება, რომელიც ხელს უწყობს მათი უპირატესობის მკაფიო ფორმულირებას. ამ საფუძვლის გარეშე ზრდა ნელდება, გაფართოება სუსტდება. ამისთვის საჭიროა დეტალურად იყოს განსაზღვრული ჩამოთვლილი პუნქტები.
შედეგად კომპანია იღებს უფრო მკაფიო სტრატეგიულ მიმართულებას, გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულ სამოქმედო გეგმას და მზადყოფნის ჩარჩოებს, რომელიც ზრდის მის რელევანტურობას მომავალი ინვესტორებისთვის, მყიდველებისთვის, კრედიტორებისთვის ან სტრატეგიული პარტნიორებისთვის.
კონსულტაცია თუ როგორ შეიძლება საფონდო ბირჟებზე კაპიტალის პოზიციონირება, კაპიტალის დაცვა და გრძელვადიან პერიოდში ეფექტიანი გადანაწილება.
ბიზნესებისთვის, რომლებსაც აქვთ ჭარბი ლიკვიდობა, მაღალი კაპიტალის მქონე ინვესტორებისთვის, საოჯახო კაპიტალისთვის და პრინციპალებისთვის, რომლებიც ეძებენ უფრო დისციპლინირებულ მიმართულებებს კაპიტალის განსათავსებლად - საბაზრო ექსპოზიციას, გრძელვადიან ინვესტიციებს, სტრატეგიულ რეზერვებსა და რეინვესტირების გადაწყვეტილებებს შორის.
კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად რჩება უმოქმედოდ, არასაკმარისად გადანაწილებული ან კონცენტრირებული დაბალშემოსავლიან სტრუქტურებში, სადაც კაპიტალი დროთა განმავლობაში რეალურ ღირებულებას კარგავს. მთავარი პრობლემა ალოკაციის დისციპლინაში, მაკროეკონომიკური ხედვის თუ რისკების ჩარჩოს არქონაა, რომელიც კაპიტალს მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებასა და გონივრულ ზრდაში ეხმარება.
ჩვენ გთავაზობთ ფიქსირებულ სარეტეინერო ფორმატში კონსულტაციას, კაპიტალის პოზიციონირებას, საჯარო ბაზრებზე განთავსებას, თავდაცვითი ალოკაციის ჩარჩოების განსაზღვრას, ჰეჯირების საკითხებისა და რეინვესტირების გადაწყვეტილებების გარშემო. ურთიერთობის ფარგლები მოიცავს ყოველთვიურ სტრატეგიულ მიმოხილვას, მაკრო და სეზონურ საბაზრო ხედვებსა და ალოკაციის ჩარჩოების რებალანსირებას. კაპიტალი არ უნდა რჩებოდეს პასიურად, უმოქმედოდ ან სისტემის გარეშე განთავსებული.
ჩვენი გუნდი თითოეულ სიტუაციას სექტორული ფოკუსით განიხილავს და გთავაზობთ სტრატეგიულ ნაბიჯებსა და განხორციელების სრულ გეგმას.